ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პარლამენტმა მართვის 100-ქულიანი სისტემა დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში ცვლილებები დაამტკიცა.  კანონპროექტს მესამე მოსმენით უყარეს კენჭი და მას 89 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ არავინ წასულა.

“საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში ცვლილებებითა შემოდის მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის მინიჭების წესი.

შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონი ძალაში პირველი ივლისიდან შევა.

“მესამე მოსმენით განვიხილეთ “საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონი”. ეს

კანონი ძალაში შევა პირველი ივლისიდან. ჩვენ სწორედ ამ დროიდან გვექნება ქულათა სისტემა მართვის მოწმობაზე, ასევე ამოქმედდება უკონტაქტო პატრულირება. უკვე დავიწყეთ მუშაობა, რომ მოვემზადოთ ამ კანონის აღსრულებისთვის.

ორი თვე ჩვენ დავიტოვეთ, რათა მოქალაქეებს სწორად განვუმარტოთ, რომ მათ ჰქონდეთ ინფორმაცია რა ახალი წესები იქნება, როგორ აღსრულდება ეს წესები. ამ დროის მანძილზე იქნება აქტიური საინფორმაციო კამპანია. ვეცდებით, ყველამ იცოდეს როგორ უნდა შეამოწმონ თუ რამდენი ქულა დარჩა და რომელ დარღვევაზე რამდენი ქულა აკლდება”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

იტვირთბა....