ახალი ამბები ვიდეო მთავარი

პრემიერი მეუფე დიმიტრის შეხვდა (ვიდეო)

გუშინ ღამის 11 საათზე, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის რეზიდენციაში მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აჭარის მთავრობის თამვმჯდომარე ზურაბ პატარაძე შეხვდნენ.

შეხვედრა რამდენიმე საათი გაგრძელდა, თუმცა რა თემაზე  უცნობია, რადგანაც პრემიერ-მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრა უკომენტაროდ დატოვეს. კვირიკაშვილი და  პატარაძე მიტროპოლიტმა რეზიდენციის კარამდე მიაცილა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრი აჭარაში იყო და სხვა შეხვედრებთან ერთად ეს შეხვედრაც წინასწარ იყო დაგეგმილი. კონკრეტულად რა იყო შეხვედრის მიზანი, პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ.

წყარო: “ნეტგაზეთი”

იტვირთბა....