“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერს, ნიკა გვარამიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამია დროებითი საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც გამოძიება დაიწყო ქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე.
გვარამიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.