ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვის და რატომ მიაქვს შორენა თეთრუაშვილთან კანფეტები: “პატრიარქის მიღმა ის ბევრ წამოუდგენელ რამეს აკეთებს”

მღველმონაზონ ანდრია სარიას თქმით შორენა თეთრუაშვილს მისი და კიდევ ერთი პიროვნების თანასწრებით ნათქვამი აქვს, რომ მას გარკვეულ საკითხებზე მღვდელმთავრების დამუშავება უწევს, რათა მათ ”სისულელეები არ თქვან”. ანდრია სარიას განცხადებით შორენა თეთრუაშვილი პატრიარქის მდივან-რეფერენტია, თუმცა მის მიღმა ბევრ წამოუდგენელ რამეს აკეთებს.

”პიროვნულად როდესაც შორენა სცოდავს, არ შეიძლება რომ პატრიარქის ცოდვად აღვიქვათ და უწმინდეს ავკიდოთ ყველაფერი. უწმინდესის მიღმა ის შეიძლება ბევრ რამეს აკეთებს რაც ჩვენთვის წარმოუგენელია”- განაცხადა მამა ანდრიამ.

მისი თქმით ეპისკოპოსები კულისებს მიღმა უკმაყოფილებას გამოთქვამენ მაგრამ ამაზე ღიად საუბარს ვერ ბედავენ.

მამა ანდრიას თქმით შორენა თეთრუაშვილი ცდილობს ყველა მისი სურვილების შემსრულებლად აქციოს:

”შეიძლება შორენას ერთმა სიტყვამ სიონის სამრეკლოც კი შეღებოს, როდესაც საჩუქარს არ მიუტანენ. უამრავი სასულიერო პირი მინახავს, რომლებმაც შორენას შესარიგებლად კანფეტები უნდა მიუტანონ, რატომ ხდება ეს ქალი ასეთი შემოსარიგებელი, რა ფიგურაა ასეთი. რატომ უწევდათ ეპისკოპოსებს მასზე პრობლემატური საკითხების წამოწევა. თუ ის საპატრიარქოს დამლაგებელია, რატომ არ ვსაუბრობთ მასზე როგორც დამლაგებელზე და რატომ ვსაუბრობთ როგორც მმართველზე?”- განაცხადა მამა ანდრიამ.

newposts.ge

იტვირთბა....