ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ბოკერიას იმის უფლებაც არ აქვს, რომ შენი ჭირიმე მითხრას”

“პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი პარლამენტში დღეს მომხდარი  დაპირისპირების გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის. როგორც ემზარ კვიციანმა აღნიშნა გიგა ბოკერიას მისი და ორი წლის განმავლობაში ციხეში ყავდა გამოკეტილი.

„ვინმეს უკვირს, რომ გიგა ბოკერია მიერ ჩემი მისამართით გაკეთებული სიტყვა გაღიზიანებას გამოიწვევდა? ჩემი მისამართით ბოკერიას შენი ჭირიმეც რომ ეთქვა, მას ამის უფლებაც არ აქვს. დამნაშავეებმა პასუხი არ აგეს. ეს ემოცია იყო, რისთვისაც მოსახლეობას ბოდიში მოვუხადე. მინდა, ხელისუფლებას მივმართო, მოსახლეობას შურისძიებისკენ ნუ უბიძგებთ და სამართლიანობა აღადგინეთ“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

შეგახსენებთ, რომ ერთმანეთს “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ემზარ კვიციანი და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მოყვა ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის შემდეგ სხდომის დახურვის თემაზე კამათს.

„რა მნიშვნელობა აქვს, ღია იქნება თუ დახურული, როდესაც უცხო ქვეყნის რეზიდენტი გიგა ბოკერია გვიზის აქ.  გინდ გახსენი და გინდ დახურე“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.
ამ განცხადებას კი უმცირესობის წევრების მხრიდან სიცილი და ტაში მოჰყვა, რის შემდეგაც დეპუტატმა გიგა ბოკერიასკენ საჩხუბრად გაიწია.

იტვირთბა....