ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ვინ დარჩება საკონსტიტუციო კომისიაში და ვინ წავა – ეს მთავარი ამბავი არ არის”

უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ამბობს, რომ ვისაც საკონსტიტუციო კომისიიდან წასვლა სურს, ვერავინ ვერავის დაიჭერს, მაგრამ ვისაც სურს კონსტიტუცია იყოს ძალიან საამაყო და ღირებული დოკუმენტი, ის ამ პროცესში ბოლომდე ჩართული იქნება.

“3-თვიანი ბატალიების ფონზე ისე ჩანს, რომ მთავარი ამბავია, ვინ დარჩება კომისიაში და ვინ – წავა, ვინ დატოვებს და ვინ არ დატოვებს. ეს მთავარი ამბავი არ არის. მთავარი ამბავია ის, რომ სამუშაო პროცესში თითოეული მუხლი ყალიბდება უფრო უკეთესი ფორმულირებით, ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებების მიღება და ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს იქითკენ, საბოლოოდ როგორი იქნება საქართველოს კონსტიტუცია“, – აღნიშნა ბესელიამ.

 

იტვირთბა....