ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თამბაქოს მოწევა მკვლელობის ცოდვაში გადის”: დეპუტატები ”თამბაქოს კონტროლის” შესახებ კანონს განიხილავენ

 

საქართველოს პარლამენტი მსჯელობს კანონპროექტზე, რომელიც თამბაქოს მწარმოებლებს და მომხმარებლებს ახალ რეგულაციებს უწესებს. მთავრობას კანონპროექტი ზედმეტად მკაცრად მიაჩნია და მასთან დაკავშირებით პარლამენტში 17-გვერდიანი შენიშვნები გააგზავნა.

პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის სამუშაო სხდომაზე საპატრიარქოს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ ვარაზმა ისაუბრა:

”ძალიან სასარგებლოა და ბედნიერები ვართ, რომ დადგა დრო, როცა ეს კანონი აღსრულდება და დავიწყებთ ცხოვრებას ჯანსაღ ქვეყანაში. მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით, ნარკომანიაც, ალკოჰოლიზმიც და თამბაქოს მოწევაც ითვლება ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად, ღვთის წინაშე ითვლება ცოდვად, მკვლელობის ცოდვაში გადის და ითვლება სირცხვილად. ეს უნდა დამკვიდრდეს, სირცხვილია, რომ ვეწევით. წავიკითხე და ვხედავ, რომ ეს კანონი ვერ წვდება იმ ადამიანებს, რომლებიც პრივატულ გარემოში, ოჯახში მოწევენ. რა თქმა უნდა, ამის გაკონტროლება ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ბავშვების დაცვა საჭიროა. უმძიმესია, როცა მშობლები აბოლებენ და ბავშვს ეუბნებიან, რომ მან არ მოწიოს, ბავშვი აუცილებლად მოწევს. აქედან გამომდინარე, თუ კუთხეში დაყენება და ყურის აწევა არის ძალადობა, ესეც საშინელი ფორმა უნდა იყოს ძალადობის. ვიფიქროთ ამ საკითხზე”, – განცხადა ზურაბ ვარაზმა სამუშაო სხდომაზე , სადაც დეპუტატები ”თამბაქოს კონტროლის” შესახებ კანონს განიხილავენ და მეორე მოსმენით განსახილველად ამზადებენ.

ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, საქართველო თამბაქოს მომხმარების მხრივ ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი უნდა იყოს, თუმცა ეს ეკონომიკის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

“თამბაქოს მოხმარების ნაწილში ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი წარმატებული მაგალითების რიგში, მაგრამ ეს არ უნდა გავაკეთოთ მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკის ხარჯზე. ამ დარგს საკმაოდ სერიოზული საბიუჯეტო შემოტანები აქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა დავიცვათ ის მიღებული ნორმები, რომელიც პირველ რიგში, ევროპაშია გავრცელებული”, – ამბობს გახარია.

იტვირთბა....