ბესლანის ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახის წევრებისთვის რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ 3 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა.
კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა მოსარჩელეებს მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 2,995 მილიონი ევრო, ხოლო სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად 88 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს.
ბესლანის ტერაქტის საქმეში 409 მოსარჩელე – ტერაქტისა და შემდგომი შტურმის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრები და თვით მძევლები ფიგურირებს.

