ახალი ამბები მთავარი სამართალი

თელავში ქმარი ცოლის დაჭრაშია ეჭვმიტანილი

წუხელ, გავრცლებული ცნობით, თელავში ქმარმა ცოლი დაჭრა. შსს-ს ინფორმაციით,  ქმარი ცხელ კვალზეა დაკავებული. როგორც საქმის მოწმეები აცხადებენ, შემთხვევამდე მეუღლეებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საქმეზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

იტვირთბა....