ელიავას ბაზრობა შესაძლოა ავჭალისა და მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გადავიდეს. ამ წინადადებით მერიას თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა მიმართეს.
როგორც ჯგუფის თანახელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძე აცხადებს, ბაზრობის ტერიტორია რეკრეაციულ ზონად მოიაზრება, სადაც შესაბამისი ტიპის დაწესებულებები აშენდება. მისი თქმით, ამ პროცესში ელიავას ბაზრობის მფლობელების ინტერესებიც უნდა იყოს დაცული.