ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მამა-შვილის ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს

დღეს ენგურის ხიდთან რუსი ოკუპანტების მიერ ერთი კვირის წინ გატაცებული მამა-შვილის არჩიკო და პაატა როგავების ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებისგან ითხოვენ პასუხს, თუ რატომ არ არიან დღემდე გათავისუფლებული მათი ოჯახის წევრები. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ქმედით ნაბიჯებს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ენგურის ხიდზე ფართომასშტაბიან აქციებს გეგმავენ.

როგორც გატაცებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, თუ დაკავებულების გათავისუფლება დროულად არ მოხდება, გზას გადაკეტავენ და ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლებას ჩაბარდებიან.

შეგახსენებთ, რომ მამა-შვილი არჩიკო და პაატა როგავები რუსმა ოკუპანტებმა 5 აპრილს ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში მდინარე ენგურის სანაპიროდან იარაღის მუქარით გაიტაცეს. ოჯახს ამ დრომდე არ აქვს მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. მათ არც ის იციან, სად იმყოფებიან გატაცებულები.

 

იტვირთბა....