ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი სააღდგომოდ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 12 – 15 აპრილს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დასავლეთ საქართველოს დაბლობში +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +20 გრადუსი იქნება.

16 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. ტემპერატურა 17-18 გრადუსი იქნება. თუმცა, სინოპტიკოსები საქართველოში, დღის ბოლოს, მცირე ნალექს არ გამორიცხავენ. დროგამოშვებით იწვიმებს, ღამის საათებში მაღალმთაში მოთოვს.

სინოპტიკოსების ცნობით, 17 აპრილს კვლავ უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

 

 

 

იტვირთბა....