ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

გერმანიის პოლიციის ინფორმაციით თავდასხმის სამიზნე საფეხბურთო კლუბი დორტმუნდის „ბორუსია“ იყო

გუშინ, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში 3 აფეთქება მოხდა. გერმანიის პოლიციის ცნობით, თავდასხმის სამიზნე საფეხბურთო კლუბი დორტმუნდის „ბორუსია“ აღმოჩნდა. გზაზე დამონტაჟებული სამივე ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ დროს ამოქმედდა, როდესაც ფეხბურთელთა ნაკრები ავტობუსით ჩემპიონთა ლიგის მატჩზე მიემართებოდა.

აფეთქების შედეგად დაზიანდა ავტობუსი, რომელსაც დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის მატჩზე მიჰყავდა. დაშავდა ფეხბურთელი მარკ ბარტა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროსთან, სადაც დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელები იყვნენ განთავსებული, საეჭვო ნივთი იპოვეს, აფეთქების გამო დორტმუნდის „ბორუსია“- „მონაკოს” თამაში 12 აპრილისთვის გადაიდო.

იტვირთბა....