გუშინ, გვიან ღამით, თბილისში, გმირთა მოედანთან, ახალი გზის გასწვრივ, გვირაბთან მიმავალი “ბეემვეს” მარკის ავტომობილი ნაწვიმარზე მოსრიალდა და ბარდიურს შეეჯახა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო. შემთხვევას “მეტრონომის” ჟურნალისტი შეესწრო და ფოტოების გადაღება მოახერხა.
შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გაჩნდა პატრული და სასწრაფო დახმარება, ასევე სახანძრო სამსახური. საბედნიეროდ, ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.