ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთში მომხდარი ძლიერი აფეთქება ტერაქტს არ უკავშირდება

თურქული მედიის ინფორმაციით, ძლიერი აფეთქება მოხდა თურქეთში, ბელგარის ცენტრალურ რაიონში, ქალაქ დიარბაქირში. კერძოდ,  აფეთქება მოხდა ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების შენობასთან, რომლის ნაწილიც დაინგრა.

აფეთქების შედეგად ათი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. პოლიცია თავიდან ტერაქტის ვერსიას განიხილავდა, თუმცა მოგვიანებით თურქეთის შს მინისტრმა სულეიმან სოილუმ ოფიციალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ აფეთქება არა ტერაქტს, არამედ სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.

 

იტვირთბა....