დღეს, 12 საათზე, Tbilisi Open Air-ის ჩატარების თარიღი, ადგილი და „ლაინაფი“ გახდა ცნობილი. როგორც პრესკენფორენციაზე Altervision Group-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ფესტივალი 16,17,18 ივნისს Lisi Wonderland – ახალი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
„Altervision Group წარმოგიდგენთ: Tbilisi Open Air 2017.
16-18 ივნისი. Lisi Wonderland, ახალი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორია: 3 დღე, 3 სცენა, 40-ზე მეტი არტისტი.
საწყის ეტაპზე, 12-დან 28 აპრილამდე, გაიყიდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის (1500) 3-დღიანი აბონემენტი. ფასი – 100 ლარი. ამ პერიოდში თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათის მფლობელებისთვის იმოქმედებს 20%-იანი ქეშბექი.
აბონემენტის ფასი ორ ეტაპზე მოიმატებს და საბოლოოდ 150 ლარამდე გაიზრდება (ქეშბექის გარეშე). დღიური ბილეთები 29 აპრილიდან გაიყიდება.
აბონემენტები იყიდება 12 აპრილიდან სპორტის სასახლესთან, Tbilisi Open Air-ის სალაროში და ფილარმონიის სალაროში, ასევე ონლაინ“ – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
TBILISI OPEN AIR 2017 Line-up:
16 ივნისი, პარასკევი:
✔ Main Stage:
Anathema / Sevdaliza / Backwarmer / Psychonaut 4 /დაგდაგანი
✔ Golden Stage Night:
Ripperton / Bacho / Cobert / Kozmana
✔ Zion Garden:
TBA
17 ივნისი, შაბათი
✔ Main Stage:
Leningrad / Soft Eject / LOUDspeakers / Eko & Vinda Folio / არა
✔ Golden Stage Day:
Friendly Mosquito / Bedford Falls / Windshield / Newcomer 2017
✔ Golden Stage Night:
Alex.Do / Greenbeam & Leon / Sevda / Iazikzazubami (Live)
✔ Zion Garden:
TBA
18 ივნისი, კვირა
✔ Main Stage:
Archive / Young Georgian Lolitaz / Salio / Kung Fu Junkie / The Black Marrows
✔ Golden Stage Day:
Moku Moku / SF-X / Sexy Bicycle / Newcomer 2017
✔ Golden Stage Night:
Oxia / Vako T / Wiedmak / Newcomer 2017
✔ Zion Garden:
TBA