ახალი ამბები კრიმინალი მთავარი საზოგადოება

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

გერმანიაში ქალაქ მაიჰამში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. 32 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული. საქართველოში მამაკაცი რუსთავში ცხოვრობდა. როგორც გერმანიაში მცხოვრები ქართველები ამბობენ, ახალგაზრდა შელაპარაკების დროს საკუთარმა მეგობარმა დაჭრა.

ამ დროისათვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. საქმეს გერმანიის პოლიცია იძიებს.  არსებული ინფორმაციით სამართალდამცავებმა გარდაცვლილის მეგობრები დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დეტალებს  არკვევენ.

იტვირთბა....