ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დონალდ ტრამპი სირიაზე განმეორებით იერიშებს არ გამორიცხავს

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სირიაზე განმეორებით იერიშებს არ გამორიცხავს. მისი თქმით, თუ ასადის რეჟიმი ქიმიური იარაღის გამოყენებას განაგრძობს, ის საპასუხოდ საჰაერო დარტყმებს მიიღებს.

ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს მდივანმა შონ სპაისერმა ბრიფინგზე განაცხადა. ირანი კი ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ განმეორებითი იერიშები, ახლო აღმოსავლეთის რეგიონს ძალიან სახიფათო სიტუაციაში ჩააგდებს. თეირანი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას მოითხოვს.

სირიასთან მიმართებაში შეერთებული შტატების პოზიციას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს ბრიტანეთის, ესპანეთის, საფრანგეთის, საბერძნეთისა და იტალიის პირველმა პირებმა.

შეგახსენებთ, 4 აპრილს, სირიის ჩრდილო დასავლეთში, იდლიბის ქალაქ ხან-შეიხუნში, რომლებსაც ამბოხებულები აკონტროლებენ ქიმიური იარაღით თავდასხმა მოხდა, რომელშიც ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ადანაშაულებენ.

შემთხვევას 89 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 500-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა შორის ათეულობით ბავშვია. თავდასხმის შედეგების ამსახველი შემზარავი კადრები ინტერნეტში გავრცელდა. აღნიშნულის საპასუხოდ, აშშ-მა წერტილოვანი სარაკეტო იერიში მიიტანა სირიის სამთავრობო ძალების პოზიციებზე. მსოფლიო ლიდერებმა აშშ-ის გადაწყვეტილებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.

იტვირთბა....