საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლებში და საბავშვო ბაღებში 14-დან 17 აპრილის ჩათვლით დასვენების დღეები იქნება.
საჯარო სკოლებში დასვენება საქართველოს მასშტაბით პარასკევს, 14 აპრილიდან დაიწყება. სწავლა სამშაბათს, 18 აპრილს განახლდება.
ამავე გრაფიკით დაისვენებენ საბავშვო ბაღებიც.