საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის მეორე დღეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა:
„მთავარი გამოწვევა დღეს არის უსაფრთხოების შესუსტებული გარემო რეგიონში, ჰიბრიდული ომი, კიბერ დაპირისპირებები და საზოგადოებრივ აზრზე აგიტაციის მეშვეობით ზეგავლენის მცდელობა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს.
ასეთ პროცესებს მერე მოჰყვება ხოლმე რეალური შესუსტება უსაფრთხოების გარემოსი. ამ თვალსაზრისით, ერთიანობა და საზოგადოების ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება, ერთიანი მესიჯით ყოფნა, არის მართლაც გადამწყვეტი. ჩვენ არა ერთხელ გვისაუბრია ჩვენს პარტნიორებთან, რომელიც არსებობს ამ ტიპის გამოწვევებთან მიმართებაში, ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ეს საჭიროება მდგომარეობს იმაში, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ასევე პარტნიორ ქვეყნებში, ძალიან აქტიურად იყოს ერთიანი მესიჯი, რომელიც გააბათილებდა იმ პროპაგანდას, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია, როგორც საქართველოს, ასევე სხვა ახალი დემოკრატიების მიმართ, როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, ასევე ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.