რამდენიმე წლის წინ, პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი აფეთქება გახდა – ასეთი დასკვნა გამოაქვეყნა პოლონურმა საგამოძიებო კომისიამ.
როგორც ირკვევა, რუსმა დისპეტჩერებმა განზრახ შეიყვანეს შეცდომაში პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის პილოტები, როდესაც თვიმფრინავი სმოლენსკის აეროპორტის დასაფრენ ბილიკს უახლოვდებოდა.
„აფეთქება თვითმფრინავის შიგნით მოხდა, რამაც საფრენი საშუალება 10 ათასობით ფრაგმენტად დაშალა და მგზავრების სიცოცხლე შეიწირა,“ – ნათქვამია კომისიის დასკვნაში.
შეგახსენებთ, რომ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავი 7 წლის წინ მოსკოვთან ახლოს ჩამოვარდა. პოლონეთის პრეზიდენტი, პირველი ლედი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები კატინისს ტრაგედიის დროს დახვრეტილი პოლონელების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, სამგლოვიარო პროცესიაზე მიემგზავრებოდნენ.