ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საკონსტიტუციო ცვლილებით, პარლამენტის წევრის მინიმალური ასაკი 25 წელი იქნება

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მომზადებული ცვლილებების მიხედვით,  საქართველოს პარლამენტის წევრის მინიმალური ასაკი 25 წელი იქნება.   პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში 10 წელი მაინც უცხოვრია. ცვლილებებით, პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც სასამართლოს განაჩენით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ დღეს მოქმედი კონსტიტუციით, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან. დეპუტატის ასაკობრივი ცენზი 25 წლიდან 21 წლამდე 2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით შემცირდა.

იტვირთბა....