ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საკონსტიტუციო ცვლილებები: ქორწინება განისაზღვრება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით

საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით ქორწინების დეფინიცია კიდევ უფრო კონკრეტდება.  სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებს კონსტიტუციური ცვლილებების აღნიშნული პროექტი უკვე გადაეგზავნათ. მათ შორის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფს, რომლის სხდომაც ამ წუთებში მიმდინარეობს.

კომისიაში მომზადებული პროექტით, ქორწინებას 28-ე მუხლი განსაზღვრავს და კონკრეტდება, რომ ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას ემყარება.

 

იტვირთბა....