ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი შესაძლოა ეკა ბესელია გახდეს

მოსალოდნელია თუ არა იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან წასვლა და ვინ შეიძლება ის ჩაანაცვლოს. ამის შესახებ უფლებადამცველი ლია მუხაშავრია საუბრობს. მისი თქმით, ახლა საჭიროა წულუკიანზე კარგი ,,შემსრულებელი“ და ასეთი შემსრულებელი შესაძლოა ეკა ბესელია იყოს. ამიტომაც ის არ გამორიცხავს, რომ ასეთი ცვლილება მოხდეს.

,,არ გამოვრიცხავ, უახლოეს მომვალში იუსტიციის მინისტრად ეკა ბესელია ვიხილოთ. მან შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის არარსებობის მიუხედავად, ჩვენ თვალწინ თავბრუდახვევი კარიერა გაიკეთა, ბევრიც ,,იბრძობა“ იმისთვის რომ დაწინაურებებისთვის მიეღწია…

მანკიერმა სისტემამ, იმდენად გაიდგა ფესვი, რომ მან თეა წულუკიანზე კარგი შემსრულებელი სჭირდებათ. ეკა ბესელია კი საამისოდ იდიალური ვარიანტია,“- აცხადებს ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ლია მუხაშავრია.

იტვირთბა....