ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს ყველაფერი მოვლენილია ღვთისგან”: პატრიარქმა საზოგადოებას მიმართა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბზობის სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქართველებს და მსოფლიოს მიმართა და ბედნიერი აღდგომა უსურვა.

“ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ბზობას. იერუსალიმში ზეიმით შესვლას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. დღეს კიდევე რთხელ ვფიქრობთ იმის შესახებ და ახლოს არის მწუხარება და სიხარული. ბზობის დღე, როდესაც უფალი იესო, როგორც მეფე შედიოდა იერუსალიმში, ერი ზეიმით ხვდებოდა მას და უგალობდა “ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა”. რამდენიმე დღის შემდეგ იგივე ერი იღალატებს და იყვირებს, “ჯვარს აცვით იგი”. მაგრამ ადამიანი არ უნდა შეუშინდეს არც სიკეთეს, არც მწუხარებას.

ეს ყველაფერი მოვლენილია ღვთისგან. მწუხარებასაც და სიხარულსაც ადამიანმა უნდა გაუძლოს. სიხარული იცვლება მწუხარებით და მწუხარება იცვლება სიხარულით. ღმერთმა ინებოს, რომ სიხარული სუფევდეს აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ჩვენთან არს ღმერთი. ამინ!

ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და საქართველოს და მთელ მსოფლიოს”, – ბრძანა პატრიარქმა.

იტვირთბა....