ახალი ამბები მთავარი სამართალი

სოფელ არალში შუახნის მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

8 აპრილს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში 50 წლის რ.ჩ საკუთარ ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო.

უბედური შემთხვევა სოფელში დღის მეორე ნახევარში მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, გარდაცვლილი ავტოფარეხში მეზობლის ბავშვებმა ნახეს.

შსს–ში განმარტავენ, რომ გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....