სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და 42 დაშავდა ეგვიპტეში, ქალაქ ტანტას ეკლესიაში მომხდარი აფეთქების შედეგად. ინფორმაციას ტელეკომპანია Al Arabiya ავრცელებს. წყაროს ცნობით, მორწმუნეები ბზობის დღესასწაულს აღნიშნავდნენ, რა დროსაც აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყების სპიკერმა ინციდენტი ტერაქტად შეაფასა.
იტვირთბა....

