ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთში 9 აპრილს დაგეგმილ ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს ეხმაურება. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია:
„ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

