aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ ვაპირებ სოსო გოგაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას”

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, მისი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა. გომელაურმა გოგაშვილის მისამართით, ბოლო პერიოდში გამოთქმულ ბრალდებებს სიცრუე უწოდა და თქვა, რომ არ აპირებს გოგაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას:

„ბოლო დროს, ჩემი მოადგილის მისამართით, არაერთი ცრუ ბრალდება გახმაურდა. ეს არასწორია. თუ ვინმეს რამე ფაქტები აქვს, მიმართოს პროკურატურას, პროკურატურა იძიებს ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლების შესაძლო დანაშაულებს. თუმცა ეს არის სრული სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს.

რა თქმა უნდა, არ ვაპირებ სოსო გოგაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას, ის ძალიან კარგი თანამშრომელია, კარგი მოადგილეა, ძალიან ბევრი საქმე გაიხსნა მისი ხელმძღვანელობით, თუნდაც ის ტერორისტული აქტის თემა, რომელიც უნდა განეხორციელებინათ რუსეთი-სომხეთის გაზსადენზე, თვითონ ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას. ასე რომ, არ ვაპირებთ ამ ადამიანის გათავისუფლებას”-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

იტვირთბა....