ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად რევაზ ნადარაია და გიორგი მიქაუტაძე წარადგინეს

მართლმსაჯულების სახლში საქართველოს მოსამართლეთა მე-20 რიგგარეშე  კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი და ასევე ადმინისტრაციული კომიტეტის ერთი წევრი უნდა აირჩიონ. უკვე დასახელდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ორი კანდიდატი. ესენი არიან: რევაზ ნადარაია და გიორგი მიქაუტაძე. ამ წუთებში მიმდინარეობს საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება, რის შემდეგაც მოსამართლეები კანდიდატებისთვის ხმის მიცემას დაიწყებენ.

კონფერენციაზე მოსამართლეებს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტი წარუდგინა.

აღნიშნულ სამოქმედო გეგმას, სავარაუდოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო აპრილში დაამტკიცებს.

იტვირთბა....