ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სტოკჰოლმის პოლიციამ სატვირთო მანქანის დათვალიერებისას ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა

 

შვედური ტელეკომპანია SVT ერთ–ერთ პოლიციელზე დაყრდნობით იუწყება, რომ სტოკჰოლმის პოლიციამ სატვირთო მანქანის დათვალიერებისას, რომლითაც ტერორისტმა ქალაქის ცენტრში ხალხს გადაუარა, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა.

აღსანიშნავია, რომ სტოკჰოლმის პოლიცია ფაქტს ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებს.

შვედეთის დედაქალაქში დროტნინგატანის ქუჩა ამ დრომდე დაკეტილი აქვს პოლიციას.

გუშინ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე, სატვირთო ავტომობილი ხალხმრავალ ადგილზე შევარდა და იქ მყოფთ გადაუარა. ინციდენტის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად სატვირთო მანქანის მძღოლი დაკავებულია.

იტვირთბა....