ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დაახლოებით ერთი კვირის წინ მომაწოდეს სარწმუნო ინფორმაცია, რომ…”

პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს. ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, მას მოაწოდეს სარწმუნო ინფორმაცია, რომ ადმინისტრაცია აწარმოებს მოლაპარაკებებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რათა მათ დატოვონ საკონსტიტუციო კომისია. კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხელს უწყობს ქვეყანაში ორი ბანაკის ჩამოყალიბებას.

“როდესაც პრეზიდენტის საჯარო მოხელეებს გაურბით სიტყვა და ძალიან მძიმე ფორმით გაურბით სიტყვა, ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტს სიტყვა. ამიტომ საუბარს იმაზე, რომ ჩვენ არ გაგვირბის სიტყვა, სჯობს, რომ მართლა არ გაგვირბოდეს სიტყვები.

მე დაახლოებით ერთი კვირის წინ მომაწოდეს სარწმუნო ინფორმაცია, რომ კონსულტაციები იმართება ცალკეულ არასამთავრობოებთან და ცალკეულ პარტიებთან ადმინისტრაციის მხრიდან, რომ მათ დატოვონ საკონსტიტუციო კომისიის რიგები. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია და იმედია რომ ჩვენ ასეთ შედეგს არ ვიხილავთ.

საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა იყოს განხეთქილების ხელშემწყობი და ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ საპირისპირო ტენდენციას და რეალურად პრეზიდენტის მხრიდან წარიმართება პროცესები, რომელიც ხელს უწყობს ორი ბანაკის ჩამოყალიბებას,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....