გუშინ, ბათუმში, ლიფტის შახტაში მამაკაცი ჩავარდა. შემთხვევის შედეგად დაშავებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.