მოსამართლე დაუცველია, როცა არ შეუძლია სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანა, მოქალაქე დაუცველია, როცა ვიწროვდება მისგან, ვინც მისი უფლებები უნდა დაიცვას…-ამის შესახებ პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე, ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ყველა გადაცდომაზე სახელმწიფოს მხრიდან სწრაფი რეაგირება:
“სახალხო დამცველის ანგარიშების გათვალისწინება თავიდან აგვარიდებს მახინჯი სახელმწიფო ტენდენციების ჩამოყალიბებისგან. ასეულობით მოქალაქე ელოდება პასუხს სამართლებრივი უწყებებიდან უფლებამოსილების გადამეტების და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დამაზიანებელი შედეგის თუნდაც ერთეულ შემთხვევებზე. პრევენცია ერთეულ შემთხვევებზე რეაგირებიდან იწყება.” -განაცხადა პრეზიდენტმა.