პრეზიდენტმა ყოველწლიური ანგარიში პარლამენტში შემდეგი განცხადებით დაასრულა:
“ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, საზოგადოების აქტიურობიდან გამომდინარე, მივიღე ასეთი გადაწყვეტილება-მხარი დავუჭირო მოქალაქეების სარჩელს და მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს განსხვავებული სტატუსით, სასამართლოს მეგობრის სტატუსით, რაც მე მომცეს საშუალებას დავეხმარო სასამართლოს უკეთესი გადაწყევტილების მიღებაში. “-განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის გამოსვლა დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა. პარლამენტმა 2 საათიანი შესვენება აიღო, რის შემდეგაც, დებატები გაიმართება.