ახალი ამბები

პეტერბურგში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა (ვიდეო)

სანქტ-პეტერბურგში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. მათივე ცნობით, აფეთქების შემდეგ, მიმდებარე ტერიტორიაზე და საცხოვრებელი სახლებიდან  მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. თვითმხილველების ცნობით, შენობის ნაწილი ჩამოიშალა, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია არიან თუ არა დაშავებულები და გარდაცვლილები. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ დღეს პეტერბურგის ერთ–ერთ საცხოვრებელ სახლში გამნაღმველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყვეს.  მომხდართან დაკავშირებით, რამდენიმე პირია დაკავებული. ამჟამად, შემთხვევის ადგილზე გამნაღმველები და გამომძიებლები მუშაობენ.  საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც ტოვარიშესკის გამზირზე მდებარეობს, სპეცოპერაციის დროს მოსახლეობა ევაკუირებული იყო.

სანქტ–პეტერბურგის მეტროში 3 აპრილს ტერაქტი მოხდა. 14 ადამიანი დაიღუპა და 50–ზე მეტი დაშავდა.

იტვირთბა....