მეტეხის ხიდთან პოლიციის მობილიზებამ შესული შეტყობინების საფუძველზე, რომ სავარაუდოდ არაბმა ქალმა საეჭვო ჩანთა დატოვა, შემდეგი შედეგი გამოიღო: გამნაღმველებმა ჩანთაში მხოლოდ ტანსაცმელი აღმოაჩინეს. ინფორმაცია “მეტრონომს” შსს-ში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, რომ მეტეხის ხიდთან პოლიციაა მობილიზებული და მოძრაობა გადაკეტილია, რადგან შსს-ში შევიდა შეტყობინება, რომლის მიხედვითაც მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დატოვებული.