ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ISIS: „ამერიკა, შენ იძირები და მხსნელი არ გყავს”

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აბი ალ-ჰასან ალ-მუჰაჯერმა ახალი ჩანაწერი გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ “ამერიკას იდიოტი მართავს”.

„ამერიკა, შენ იძირები და მხსნელი არ გყავს. ამერიკა, შენ ხალიფატის ჯარისკაცების ნადავლი გახდი, გაკოტრებული ხარ და შენი დაშლის ნიშნებს ყველა ხედავს. ამის უტყუარი ნიშანი ის ფაქტია, რომ შენ, ამერიკა, იდიოტი გმართავს, რომელმაც არ იცის რა არის სირია, ერაყი და ისლამი“, – აღნიშნავს „ისლამური სახელმწიფოს“ ოფიციალური წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება თავისი პრეზიდენტობის პრიორიტეტად დაასახელა.

ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს.

იტვირთბა....