გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად ეკლესიის საქმიანობა მოსწონს, – ამის შესახებ IRI-ის კვლევის შედეგები გვამცნობს.
კითხვაზე, რომელი ინსტიტუტის საქმიანობა მოგწონთ, გამოკითხულთა უმრავლესობამ -88%-მა ეკლესია დაასახელა.
რეიტინგში მეორე ადგილი – 86 %-ით უკავია ქართულ არმიას, მესამე კი 74 %-ით ქართულ მედიას. შემდეგ 59 %-ით მოდის პოლიცია, 55 %-ით პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 52 %-ს განათლების სამინისტროს საქმიანობა მოსწონს, 45 %-ს კი პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის. 40 % აფასებს დადებითად ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას, 39 % – სახალხო დამცველის აპარატის, ასევე 39 % კი პარლამენტის, ხოლო 38 % – მინისტრთა კაბინეტის.
IRI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 22 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში 1 501 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება +- 2,5%-ია.