ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სანქტ-პეტერბურგის მეტროში, სავარაუდოდ, ტერაქტი განხორციელდა (ვიდეო)

სანქტ-პეტერბურგში, მეტროში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია “გაზეტა რუ” ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით მეტრო სადგურ “სენნაიაში”  მომხდარი აფეთქება შესაძლოა ტერორსიტული აქტი იყოს.  თვითმხილველების ინფორმაციით აფეთქებას მსხვერპლის მოჰყვა. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ზუსტი იფნორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

გამოცემა “ტასის” ინფორმაციით, ვაგონში დაუდგენელი მოწყობილობის ამოქმედება მოხდა.  რუსული მედია იუწყება, რომ  ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სულ მცირე 10 ადამიანია დაღუპული.

დაშავებულთა რაოდენობა კი 50-მდე აღწევს.  ინციდენტის შედეგად სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის 7 სადგური დაიხურა. მეტროდან მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს.

https://www.youtube.com/watch?v=0kO78D2WBfw&feature=youtu.be

 

იტვირთბა....