ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ზუგდიდში ცეცხლი ერევნის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ხანძარს 75 წლის ბონდო გობეჩია ემსხვერპლა. მეზობლების თქმით, რამდენიმე სახანრძო ბრიგადა ადგილზე გამოძახებიდან მალევე მივიდა, თუმცა მამაკაცისა და სახლის გადარჩენა ვერ შეძლო.

მომხდარის მიზეზად წინასწარი ინფორმაციით, მოკლე ჩართვა სახელდება. ცეცხლის გაჩენის დროს სახლში არ იმყოფებოდა გარდაცვლილის შვილი.

“მეტრონომს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო.

 

იტვირთბა....