გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან საქართველოში გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება. მზიანი დღეები 7 აპრილამდე შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 12–14 გრადუსი იქნება, დასავლეთ საქართველოში – 15-17 გრადუსია მოსალოდნელი.
დედაქალაქში კი ჰაერი 12 გრადუსამდე გათბება.