ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პაკელიანის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა აქცია გამართეს

შოთა პაკელიანის ოჯახის წევრები და მეგობრები ისანი-სამგორის პოლიციის მე-7 განყოფილებასთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. ისინი სამართალადამცველებს პაკელიანის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დროულად ჩაატაროს და დაისაჯონ ის სამართალდამცველები, რომლებიც მათი თქმით, შოთა პაკელიანის ფიზიკურ ანგარიშსწორებაში იღებდნენ მონაწილეობას.

შეკრებილები ასევე ითხოვენ, ამ სამართალდამცველებს შეუჩერდეთ უფლებამოსილება იმ დრომდე, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება და საბოლოო შედეგს არ დადებს საქმეზე.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ აქვთ შესაბამისი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები, რომ განყოფილებაში პაკელიანზე არადამიანური მოპყრობა განხორციელდა.

მთავარმა პროკურატურამ გამოძიება 333-ე მუხლით დაიწყო, რაც უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს.

იტვირთბა....