ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალიდან გამოიდარებს-უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს. 3 აპრილიდან ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში აცხადებენ.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 3 აპრილიდან დასავლეთ საქართველოში უკვე გამოიდარებს, ხოლო  4 აპრილიდან კი აღმოსავლეთ საქართველოშიც დათბება.

7 აპრილის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოში ჰაერი 20-დან 25 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოში 17-დან 22 გრადუსამდე.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში ხვალ დილით მცირე ნალექია ნავარაუდევი, დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა 13 გრადუსამდე მოიმატებს.
 

იტვირთბა....