3 636 ლარი, 200 ლარი და 500 არაბული დირჰემი 2 ბოთლ ლუდში – 3 ინდოელი სტრიპტიზბარ DOLLS-ს თანხის გამოძალვაში ადანაშაულებს. ტურისტებმა პოლიციაში განცხადება შეიტანეს.
მათი მტკიცებით, ანგარიშში მითითებული თანხის გაპროტესტების შემდეგ, მათ დაცვის სამსახურის ოთახში მუქარით და ძალის გამოყენებით წაართვეს ნაღდი ფული 200 ლარი, 500 არაბული დირჰემი და ბარათიდან მოუხსნეს 3 636 ლარი.
ინდოელი ტურისტები გიდთან ერთად პოლიციაში იმყოფებიან.
კლუბის გვერდით მცხოვრებლები ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევები ხშირია. მათი ინფორმაციით, ყოველ საღამოს განაწყენებული ტურისტები პოლიციას იძახებენ.

