aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სომხეთში საპარლამენტო არჩევნებია

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს სომხეთის ერთპალატიანი პარლამენტის არჩევნებია. ეს პირველი არჩევნები იქნება, მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება და ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე გადავიდა, იუწყება რუსული მედია.

ცვლილებასთან დაკავშირებით ქვეყანაში რეფერენდუმი 2015 წლის 6 დეკემბერს ჩატარდა, პროცესი კი ერთ წელიწადში დასრულდა, მაშინ, როცა ქვეყნის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს უფლებამოსილება შეუწყდა. ის ბოლო პრეზიდენტი იქნება, რომელიც ხალხმა აირჩია.  2018 წლიდან ქვეყნის პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს, რომლის ხელშიც მთელი ძალაუფლება გადავა.

სომხეთის ისტორიაში საპარლამენტო არჩევნები პირველად პროპორციული სისტემით ჩატარდება. პარლამენტში მოსახვედრად იბრძვის 1,5 ათასი კანდიდატი 5 პარტიიდან და 4 პარტიული ბლოკიდან. მთავარი პრეტედენტი „რესპუბლიკური“ პარტიაა, რომელსაც სათავეში უდგას ქვეყნის პრეზიდენტი. ეს პარტია ხელისუფლებაში უკვე 20 წელია რაც არსებობს.

„რესპუბლიკელების“ მთავარი კონკურენტი ბლოკი „წარუკიანია“, რომელიც მსხვილმა მეწარმემ და ბიზნესმენმა გაგიკ წარუკიანმა შექმნა. წარუკიანი, რომელსაც დიდი კავშირები აქვს უცხოურ ბიზნესწრეებთან, პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში ინვესტიციებს 15 მილიარდ დოლარამდე გაზრდის. ეს სომხეთისთვის ძალიან დიდი თანხაა, ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტი 10,4 მილიარდი დოლარია.

ბიზნესმენისა და ქველმოქმედის გაგიკ წარუკიანის პოლიტიკური ბლოკი სომხეთის საპარლამენტო არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვებით, ლიდერ პოზიციაზეა.

იტვირთბა....