ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წყნეთის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს

დღეს წყნეთის ქუჩის მცხოვრებლები კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, მშენებლობისას ბეტონის ფილებს ანგრევენ, რომლებიც მათ კორპუსებს ამაგრებს, ასევე საფრთხეს ქმნის მიწიდან ამოსული წყალიც.

გარდა ამისა, ადგილობრივების თქმით, მშენებლობის ზონა დამეწყრილია 13 ივნისის სტიქიის შემდეგ და ტერიტორია პირდაპირ მდინარე ვერეს ხეობას უკავშირდება, რაც რისკებს ზრდის.

ქუჩის მცხოვრებლები არც სამშენებლო კომპანიის მიერ წარდგენილ გეოლოგიურ ცნობას ენდობიან. ადგილობრივები ასევე ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ მშენებლობისას გაიჩეხა ხეები და პატარა სივრცე მათ კორპუსებთან გადაადგილებას აფერხებს.

მშენებლობის ნებართვა 2008 წელს გაიცა და სამუშაოები 2015 წლიდან დაიწყო.

იტვირთბა....