საქართველოს სახალხო დამცველი დაგვიანებულად აფასებს სამართალდამცავთა რეაგირებას 2017 წლის 11-12 მარტს ბათუმში მომხდარ ინციდენტზე, ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2016 წელს არსებულ ვითარებას ასახავს.
როგორც უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, ბათუმის საპროტესტო აქცია სწრაფად გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და გადაიზარდა დაპირისპირებაში, რომელსაც შედეგად ძალადობა, ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება და ქონების განადგურება მოჰყვა.
„2016 წელს მშვიდობიანი შეკრების უფლების მაშტაბურ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, იყო რამდენიმე გამონაკლისი, სადაც სახელმწიფომ ვერ შეძლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვა, მათ შორის 2016 წლის 22 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში. ამ ფაქტის გამო პასუხისგებაში დღემდე არავინაა მიცემული“, – აღნიშნულია ანგარიშში.
უჩა ნანუაშვილმა მედიას გააცნო საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2016 წელს არსებულ ვითარებას ასახავს.