ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს “ცენტრ პოინტის” საქმეზე 4-4 წლით პატიმრობა მიესაჯათ, სოციალურ ქსელში მორიგი განცხადებით ეხმაურება:
“დაზარალებულებისგან მაინტერესებს, გგონიათ ბინები აგიშენდებათ? ან, მთელი ოჯახის დაკავება თქვენთვის შვებაა? მართლა მაინტერესებს. ანუ, სამართლიანობის აღდგენაა, ამოწყდეს მთელი ოჯახი, მიუხედავად იმისა რომ თქვენი ბინები მაინც არ აშენდება? თორემ დამნაშავე რომ უნდა დაისაჯოს მეც ვიცი.”-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
მისივე განცხადებით, მზად არის ამასთან დაკავშირებულ აქციებს შეუერთდეს.