საზოგადოება

“ევროპაში ფანჯრის გახსნამ ახალ ქართულ მოვლენას დაუდო სათავე: დუდუკის ხმა გაისმა აეროპორტში!”

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი რომან გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

“სტუდენტობისას ჟელეზნოვოდსკში მიწევდა ზაფხულობით ჩასვლა. იქაური მინარალური წყლით კუჭის წყლულს ვმკურნალობდი. ხალხმრავალი კურორტია. იმ ბალნეოლოგირ სივრცეში რამდენიმე უსიამოვნო კანონზომიერება შევნიშნე:
1. საჭმლის რიგის მუდმივი დამრღვევი და კონფლიქტის წყარო ქართველი იყო.
2. ბავშვს თუ ვინმე ჭამას აძალებდა და მტირალ ბავშვს მოვკრავდი თვალს, ისიც ჩვენი თანამემამულე გახლდათ.
3.პარკში თუ ბავშვს ვინმე მიტყეპავდა, აქაც გასგებია, რა ხდებოდა.
4. ნაყინის ქაღალდების თუ მსგავსი ნაგვის მიმოფანტვა არც მაშინ იყო უცხო ხილი. კარგია, რომ აქ ახლა მაინც შემოგვაქვს ჯარიმები.
ევროპაში ფანჯრის გახსნამ ახალ ქართულ მოვლენას დაუდო სათავე: აეროპორტში ცეკვა-სიმღერას. ქართველმა სპორტსმენებმა აეროპორტში იმღერეს, ქართველმა მომღერლებმა აეროპორტში იმღერეს, უბრალოდ, მაგარმა ქართველებმა აეროპორტში იმღერეს. სავსეა იუთუბი მსგავსი ვიდეოებით და ჩვენც სიამაყით გვევსება გული, რომ შორეულ ევროპას გავაგებინეთ ჩვენი ხმა და არსებობა.
ახლა ევროპამ ფანჯრის შემდეგ კარებიც გაგვიღო. ცა გაგვიღო. ცაში სიმღერით ვამცნეთ ჩვენი სტუმრობა. თვითმფრინავის მშვიდობიანად დაშვების აღსანიშნავად, რა თქმა უნდა ტაში დავცხეთ და ბებერ ევროპას თვალცრემლიანმა გურჯმა მივმართეთ: ”დაკარგული შენი შვილი მოვედი”!
დუდუკის ხმა გაისმა აეროპორტში!”- წერს გოცირიძე.

 

იტვირთბა....